Image

რუსთავის მერი ქალაქის სხვადასხვა უბანში, სპორტული მოედნებისა და სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. 
ირაკლი ტაბაღუამ მოადგილე გოჩა ლორიასთან, საკრებულოს წევრებსა და მერის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ათივე ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დაათვალიერა.
ქალაქის მერი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. 
ირაკლი ტაბაღუამ შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და ნაკლოვანებებზე გააკეთა აქცენტი და საზედამხედველო კომპანიას, რომელიც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას უზრუნველყოფს, მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს 21-ე მიკრორაიონის #2 #3. #21, #22 საცხოვრებელი კორპუსების ეზოში, 22-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-20 მიკრორაიონის #6 და #9 ბინების ეზოში, მინისტადიონის მშენებლობა ხორციელდება მე-7 მიკრორაიონში, #24, #25, #7, #5 და #6 კორპუსებთან, ასევე, მე-7ა მიკრორაიონის #1, მეგობრობის გამზირის #2, #10, თბილისის ქუჩის #2, ნიკოლაძის ქ. #7, რუსთაველის ქ. #50, ჭყონდიდელის დასახლებაში, ბარნოვის ქ. #8, გოგებაშვილისა და მშენებელთა ქუჩებზე, მე-15 მიკრორაიონის #13 და ტაშკენტის #5-ის ეზოში. 
კომბინირებული სპორტული მოედნის კეთილმოწყობა ხდება დონეცკელ მეტალურგთა ქუჩის პირველ გასასვლელში.
თითქმის დასრულებულია სამუშაოები ლეონიძის ქუჩის #12 და #14 სახლების ეზოში. 
2019 წელს, ქალაქის მასშტაბით, ჯამში, 22 სპორტული მოედნის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
სპორტული მოედნების პარალელურად, სხვადასხვა მისამართზე, აქტიურად მიმდინარეობს შიდა ეზოებში სკვერების კეთილმოწყობის პროცესიც. 
სამუშაოები მე-14 მიკრორაიონის #46, მესხიშვილის #6 და მესხიშვილის I გასასვლელის #9, მე-6 მიკრორაიონის #2, მე-7ა მიკრორაიონის #1, მე-8 მიკრორაიონის #10 და #11 ბინების ეზოებში ხორციელდება.

2019-06-05

ნავიგაცია