Image

უახლოეს მომავალში, რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნება. 
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობა ლომოურის ქუჩაზე შენდება.

სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის'' დირექტორის მოადგილე დავით ანთოშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

შვიდ ბრიგადაზე გათვლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.

ცენტრი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდება.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

2019-06-05

ნავიგაცია