Image

დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გიგა ჯღარკავა, ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ლაშა ბუსხრიკიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
➡️საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მე-17 მიკრორაიონში №15 და №20 კორპუსების მიმდებარედ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, გაეცნო მე-19 და მე-18 მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზის კეთილმოწყობის პროცესს და პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
➡️მოგვიანებით, გიგა ჯღარკავა და ლაშა ბუსხრიკიძე, მონიტორინგის მიზნით, მე-19 მიკრორაიონის №18 კორპუსის ეზოში ახლადმოწყობილ სკვერში უკვე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ. ინფრასტრუქუტურული პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ სკვერში სკამები და გარე განათების ბოძები დამონტაჟდა, განთავსდა სანაგვე ურნები და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. 

2019-06-07

ნავიგაცია