Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრ-რუსთავში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ცენტრის დირექტორ ზაზა დოლიძესთან ერთად დაათვალიერეს. 
სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციაში, 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უკვე განხორციელდა. 
ივნისის ბოლოს, ცენტრში, ღეროვანი უჯრედების, გენეტიკური და მორფოლოგიური ლაბორატორიები გაიხსნება. 
სექტემბრიდან კი, მულტიფუნქციური სტაციონარიც გაიხსნება, სადაც თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი რეანიმაციული, ქირურგიული, თერაპიული, კარდეოლოგიურ-ინტერვენციული და სხვა განყოფილებები იმუშაავებს. 
,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავი“ არა მარტო ქვემო ქართლის, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო დაწესებულება გახდება. 
მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სამედიცინო ცენტრში დროებით შეჩერებულია პაციენტების სტაციონარული მომსახურება, მაგრამ ამბულატორია, ამჟამადაც სრული დატვირთვით მუშაობს. 
ცენტრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სტაციონარის თანამშრომლები, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ, გაგარინის ქუჩაზე, რუსთავის მერია გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. 
აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასფალტის საფარი წლების განმავლობაში დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა. 
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, კეთილმოწყობილი იქნება სამედიცინო ცენტრთან მისასვლელი გზაც.

2019-06-08

ნავიგაცია