Image

რუსთვის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ საზოგადოებრივი კოლეჯის „არსი“ სტუდენტებს ც ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიება, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, ც ჰეპატიტის ელიმინაციის სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ქვემო ქართლის რეგიონში და რუსთავში მიმდინარეობას ეხებოდა. 
სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ამოქმედდა და სამ მთავარ ეტაპს ითვალისწინებს, კერძოდ დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პრევენციას.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საზოგადოებრივი კოლეჯი „არსი“ და მისი სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ პროგრამაში. შედეგად საქართველოს მასშტაბით რუსთავმა, ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მოსახლეობის ჩართვისა და კვლევის მაჩვენებლით, პირველი ადგილი დაიკავა.

2019-06-12

ნავიგაცია