Image

რუსთავის მერმა ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაები დაათვალიერა. 
ირაკლი ტაბაღუა მოადგილე გოჩა ლორიასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლებთან ერთად, მე-17 მიკრორაიონის #20-დან #2-მდე და #15 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, შიდა კვარტალური გზების, ასევე მე-18 და მე-19 მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 
ქალაქის მერმა დღესვე, მეგობრობის გამზირის #35, მესხიშვილის ქუჩის #13, მე-11 მიკრორაიონის #1 და ჭყონდიდელის დასახლებაში, ბარნოვის ქუჩის #8 კორპუსის მიმდებარედ, სპორტული მოედნების, მე-19 მიკრორაიონის #18 საცხოვრებელ შენობასთან კი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. 
ირაკლი ტაბაღუა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ირაკლი ტაბაღუამ შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და ხარვეზებზე გააკეთა აქცენტი და საზედამხედველო კომპანიას, რომელიც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას უზრუნველყოფს, მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.

2019-06-12

ნავიგაცია