Image

„რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონდა პირთა ცენტრში“, დაარსებიდან 12 წლისთავი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

ცენტრის აღსაზრდელებმა სტუმრებს, მუსიკალური სპექტაკლი ,,წითელქუდა’’ წარმოუდგინეს.

ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრი 2007 წელს დაარსდა. დაწესებულების თანამშრომლები კვალიფიციურ თერაპიულ და ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. რუსთავის შშმ პირთა ცენტრს ქალაქის მერია აფინანსებს.

ცენტრის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან. ,,აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფს“ რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრში 7 სხვადასხვა სახის სოციალური პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ერთ-ერთი, დაწესებულების ბაზაზე არსებული საცხობია, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებულნი.

დღეისათვის, რუსთავის შშმ პირთა ცენტრში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 156 ადამიანი გადის რეაბილიტაციას.

2019-06-14

ნავიგაცია