რუსთავის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობის ინდექსით საუკეთესო ხუთეულშია

  • 2019-07-02
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგებით, საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

მუნიციპალიტეტების საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულების შედეგით, რუსთავის მუნიციპალიტეტი წელს მეორე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო მუნიციპალიეტეტების დაჯილდოება, დღეს, სასტუმრო ,,რუმსში,“ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე მოხდა.

100%-იანი შეფასების შკალით, ინფორმაციის გამჭვირვალობის და მისი პროაქტიური გამოქვეყნების ხარისხით, რუსთავმა 57% დააგროვა. 
პირველ ადგილზე, 61%-ით ქალაქი ბათუმი გავიდა, მესამეზე კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, რომელმაც აღნიშნული კრიტერიუმები 56%-ით დააკმაყოფილა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობას, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს აფასებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და მმართველობითი სისტემის განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.