Image

ნორვეგიაში, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესში ადგილობრივი ხელისუფლების პალატის წევრი ნინო ქავთარაძე, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში იღებს მონაწილეობას.
კომიტეტის სხდომაზე ქართულმა დელეგაიამ, უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის მონიტორინგის მისიის დასკვნაში ასახული საკითხი გააპროტესტა, რომლის თანახმადაც, ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იყო მოხსენიებული.

„საქართველოს დელეგაცია ერთიანია რუსეთის ფედერაციის მონიტორინგის დასკვნასთან მიმართებაში. ჩვენთვის მიუღებელია ყირიმის მოხსენიება რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ტერიტორიულ ერთეულად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ყოველთვის დავუჭერთ მხარს ”- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. მისივე თქმით, სხდომაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, რაც მოგვიანებით ასახვას ჰპოვებს დოკუმენტში.
სხდომის მონაწილეებმა, ასევე, სამომავლო გეგმები განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ ათეა-ს პრეზიდენტის - კახა კალაძის მოწვევით, 2020 წლის 11 თებერვალს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა თბილისში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მიმდინარე წლის ნოემბრიდან, 2020 წლის მაისის ჩათვლით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

2019-07-04

ნავიგაცია