Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილთან ერთად, 
უკრაინის ქალაქ ლვოვის ანსამბლ „პოლუნიჩკას’’, ლიტვის ხალხური ცეკვის ჯგუფ “Pyrimilies”-ის და ანსამბლ ,,მწვერვალის’’ წევრებს უმასპინძლა.

ირაკლი ტაბაღუამ ბავშვებსა და მათ პედაგოგებს, მადლობა გადაუხადა რუსთავში გამართულ საბავშვო ფესტივალში ,,ოქროს თევზი’’ მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვა. 
შეხვედრის დასასრულს, ქალაქის მერმა ანსამბლების ხელმძღვანელები მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

ანსამბლებს ,,მწვერვალს’’ და „პოლუნიჩკას’’ რამდენიმეწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. 
გასულ წელს, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა ლვოვში გამართულ საერთაშორისო ცეკვის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს, გრან- პრის მფლობელი გახდა.

2019-07-05

ნავიგაცია