Image

კულტურისა და დასვენების პარკის საზაფხულო ამფითეატრში, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის -,,მეგობრობის ქალაქი’’ ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართა.

ღონისძიებას, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, არად ბენკო, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბანაკის მონაწილე ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა საკუთარი ქვეყნების კულტურა, ფოლკლორი, ნაციონალური სამოსი და სამზარეულო წარმოადგინეს.

რუსთავის მერიის, ,,სიქას" და "GISV საქართველოს" ერთობლივი პროექტი -,,მეგობრობის ქალაქი“ 1 ივლისს გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, რუსთავს, 6-6 ახალგაზრდა ლიდერისგან შემდგარი გუნდები შვედეთიდან, ავსტრიიდან, ნორვეგიიდან და ისრაელიდან ესტუმრნენ.
პროექტი მერიის „ინიციატივების თანადაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ღირებულება 60 300 ლარს შეადგენს, აქედან, რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 14 000 ლარი, ხოლო უცხოური გრანტი 46 300 ლარია.
პროექტის მთავარი მიზანი, ქალაქ რუსთავის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ქართველი და უცხოელი მოზარდების დამეგობრება, კონფლიქტების პრევენცია, თანამშრომლობა და ახალგაზრდებისთვის კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობაა.

მსგავსი პროექტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, გასულ წელსაც განხორციელდა.

 

2019-07-05

ნავიგაცია