Image

რუსთავს მსოფლიოში ცნობილი იაპონელი ხელოვანი, კალიგრაფიის ოსტატი კოშუ (აკემი ლუკასი) ესტუმრა.

იაპონელ ხელოვანთან შეხვედრა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრში მოეწყო. 
აკემი ლუკასმა თეატრში შეკრებილი რუსთაველებისთვის ვორქშოფი გამართა და ორი ნამუშევარი შეასრულა.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

აკემი ლუკასი კალიგრაფიაზე 40 წელზე მეტია მუშაობს და საკუთარ ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაინტერესებულ პირებს უზიარებს.

2019-07-10

ნავიგაცია