Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გურამ კვარაცხელია უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ,,ლიბერთი ბანკისთვის“ სარგებლობის (იჯარა) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს.
საკითხი, ხმათა უმრავლესობით, შემდგომი განხილვის მიზნით, ბიუროს სხდომას გადაეგზავნა.

2019-07-10

ნავიგაცია