Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის №27 სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გურამ კვარაცხელია უძღვებოდა. 

კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე იმსჯელეს. წარმოდგენილი საკითხი,ქალაქის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების წესის რეგულირების დამტკიცებას ეხებოდა. კომისიის წევრებმა განხილეს, შ.პ.ს „ვი აი პი+“-ის მიერ შემოტანილი განცხადება, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის მინიჭებული ზონის ცვლილების შესახებ, სადაც აღნიშნული კომპანია კომერციული ობიექტის აშენებას გეგმავს.

საკითხი გადაწვეტილების მიღებამდე სარეკომენდაციოთ რეგიონალური განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა . სამინისტროს რეკომენდაცით, ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს არსებული სკვერი, კეთილმოეწყოს მწვანე საფარი და არ მოიჭრას ხეების უმეტესი ნაწილი. 

კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ წინადადებას და ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხი შემდგომ განსახილველად, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-07-10

ნავიგაცია