Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა მამაიაშვილმა წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირეს მხარი. საკითხი შემდგომი განხილვის მიზნით საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-07-12

ნავიგაცია