Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, უახლოეს პერიოდში, დაიწყება კოსტავას გამზირის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი და დაიგება ასფალტის საფარი. ასევე დაგეგმილია N27 საბავშვო ბაღში სასწავლო ჯგუფების კომპლექსური რეაბილიტაცია. 

როგორც რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა მამაიაშვილმა განაცხადა, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა. გაიზარდა შემოსულობების გეგმა გრანტების ნაწილში. მიზნობრივი ტრანსფერით, მუნიციპალიტეტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, კოსტავას გამზირის გზის მონაკვეთის გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციისთვის, დაემატა 1.119 500 ლარი. ცვლილების თანახმად, რუსთავის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაიზარდა და შეადგინა 62. 716.1 ათასი ლარი.

2019-07-12

ნავიგაცია