რუსთავში სანიაღვრე ქსელის გასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დაწყებამდე, ,,რუსთავსერვის ცენტრმა“ ქალაქის სანიაღვრე სისტემის სრული მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემური უბნების გასუფთავება-რეაბილიტაცია, სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სანიტარი“ აწარმოებს. ხელშეკრულების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქალაქის სანიაღვრე ქსელზე არსებული ყველა პრობლემური უბანი, სპეციალური ტექნიკით უნდა დაამუშაოს.
სამუშაოები 30 დღეში დასრულდება.