Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ,საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 24 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა მამაიაშვილმა წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა დადგენილებაში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირეს მხარი. საკითხი შემდგომი განხილვის მიზნით საკრებულოს ბიუროს სხდომას გადაეცა.

2019-07-19

ნავიგაცია