Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა მამაიაშვილმა განმარტა, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ძირითადად თანხების ერთი მუხლიდან მეორეში გადატანას ითვალისწინებს, რაც ბიუჯეტის საერთო მოცულობას შეცვლას არ იწვევს.

დღესვე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოში სპორტისა და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფისა და ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ წარმოდგენილ საკითხებს და ერთი თვით უფლებამოსილება გაუხანგრძლივეს ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს.

დღის წესრიგით წარმოდგენილი სხვა საკითხებიც დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რის შედეგადაც სხდომა დახურულად გამოცხადდა.

2019-07-19

ნავიგაცია