Image

რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბი და გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP) უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პლასტმასის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების ციკლის დანერგვის მიზნით, საპილოტე ინიციატივას ახორციელებს.

პროექტთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, პლასტმასის ნარჩენების შეგროვების ციკლის პირველადი მოდელის შექმნის მიზნით ვორქშოფი მოეწყო, რომელშიც მერიის სამსახურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დიზაინერები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგნელები ესწრებოდნენ.
საპილოტე პროგრამა, სექტემბრის ბოლოდან, რუსთავის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ამოქმედდება.

2019-07-19

ნავიგაცია