Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ტაბაღუამ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, #1, #2, #3, #6, #9 და #11 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი დადებითად შეაფასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, ხარისხთან დაკავშირებით, გარკვეული რეკომენდაციები მისცა.

რუსთავის საჯარო სკოლებმა, ქალაქის მერიას, კონკრეტული პროექტები წარუდგინეს. წარდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, პრიორიტეტულები შეირჩა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

#1 საჯარო სკოლის ეზოში სპორტული მოედნის, #2 და #3 საჯარო სკოლებში სპორტული დარბაზისა და გასახდელების რეაბილიტაცია, #6 საჯარო სკოლაში სპორტული მოედნისა და სველი წერტილების, #9 საჯარო სკოლაში სანიტარული კვანძების, #11 საჯარო სკოლაში დერეფნებისა და სანიტარული კვანძების რეაბილიტია მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულება, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე იგეგმება. მიმდინარე წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ქალაქის 20 საჯარო სკოლაში განხორციელდება. 
სამუშაოებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში, 1 მლნ 675 962 ლარია გათვალისწინებული.

2019-07-22

ნავიგაცია