Image

4 აგვისტოს, რუსთავს ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი ,,რიჩიოტი“ ესტუმრა. ანსამბლმა კონცერტი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გამართა. 
კონცერტამდე კი, ანსამბლის წევრები რუსთავის მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონს’’ ეწვივნენ და რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს.

ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი 42 ახალგაზრდა მუსიკოსისგან შედგება. ანსამბლის რეპერტუარშია კლასიკური და ტრადიციული, ასევე პოპ მუსიკა და ჯაზი. 
საზაფხულო ტურნეს ფარგლებში, ორკესტრი 3-9 აგვისტოს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 25 კონცერტს გამართავს.

ანსამბლთან ერთად, კონცერტებში, ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი კლარნეტისტი, ლევან ცხადაძეც მონაწილეობს.

2019-08-05

ნავიგაცია