Image

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთაველი ახალგაზრდები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ.

ახალგაზრდებმა მემორიალის ტერიტორიაზე სანთლები განათავსეს და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

გმირთა მემორიალთან, მოლბერტებზე განთავსებული იყო აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი რუსთაველი ჯარისკაცის - ვახტანგ გზირიშვილის, კახაბერ თავგორაშვილის, ლევან იოსებიძისა და გიორგი ჯავახიშვილის ფოტოები. ზუსტად, 24:00 საათზე კი ახალგაზრდებმა, ცაში, სიმბოლურად მანათობელი ფრანები გაუშვეს.

ღონისძიებას, ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახის წევრები, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები - ბესიკ ტოგონიძე, გოჩა ლორია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

2019-08-08

ნავიგაცია