Image

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ (ბუაჩიძე) 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, რუსთაველი გმირების ბიოგრაფიისა და ფოტოების ამსახველი ალბომები გადასცეს. ფოტოალბომები, მერიამ სპეციალურად, დღევანდელი დღისთვის დაბეჭდა.

ღონისძიებას, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, დაღუპული ჯარისკაცების თანამებრძოლები და ვეტერანები დაესწრნენ.

დღესვე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და რუსთავის მერმა ქალაქის სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების- გიორგი ჯავახიშვილის, კახაბერ თავგორაშვილის, ლევან იოსებიძის, მოგვიანებით კი, თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, ვახტანგ გზირიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი სამხედროები, ვახტანგ გზირიშვილი, ლევან იოსებიძე და გიორგი ჯავახიშვილი IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდნენ, ხოლო კახაბერ თავგორაშვილი გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. 
გარდაცვალების შემდეგ, ოთხივე ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.

2019-08-08

ნავიგაცია