Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანგიძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელეს, რომელიც ძირითადად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით სარგებლობით უფლების თანხმობის მიცემას შეეხებოდა.

საკითხები სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა პაპელიშვილმა წარადგინა.

დეპუტატებმა სხდომაზე წარმოდგენილ ორ საკითხს მხარი დაუჭირეს და ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ხოლო ფიზიკურ პირზე მაია ფანოზაშვილზე იჯარის უფლებით უძრავი ქონების გაცემის თანხმობის მიცემის საკითხი, უკეთ შესწავლის მიზნით, მერიის შესაბამის სამსახურებს უკან დაუბრუნდა.

2019-08-09

ნავიგაცია