Image

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ,,გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის’’ ინიციატივით, ბიომრავალფეროვნების საკითხებზე, რუსთავის მერიაში დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, ,,გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის’’ დირექტორი თამარ ალადაშვილი, მერიის სამსახურების, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" წარმომადგენლები და დარგის სპეციალსტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, გარეულ ცხოველთა თავდასხმების  გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებს,  ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განასხვავონ შხამიანი და არაშხამიანი გველები და როგორ მოხდეს მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შესაბამისად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ,  მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიეღოთ დარგის სპეციალისტებისგან.

,,გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი’’ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მსგავს შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მართავს. კამპანიის მიზანი ბიომრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

2019-08-09

ნავიგაცია