Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 24 დეკემბრის №80 დადგენილებით, 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის განიხილვაზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირეს მხარი. საკითხი შემდგომი განხილვის მიზნით საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-08-09

ნავიგაცია