Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის ამირან ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, № 32-ე სხდომა გამართა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე, კერძოდ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის 2018 წლის 1 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
საკითხი სხდომაზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ბასიაშვილმა წარმოადგინა.
როგორც მომხსენებელმა, მაია ბასიაშვილმა განაცხადა, ცვლილება განპირობებულია საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმის წახალისებისა და ხელშეწყობისთვის, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროფესიონალი კადრების ადგილობრივ თვითმმართველობაში საქმიანობის გაძლიერებას. აღნიშნული ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში არ იწვევს შრომის ანაზღაურების ფონდის ცვლილებას.
საკითხი კომისიის წევრების გადაწყვეტილებით სრულყოფილად იქნა მიჩნეული და შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-08-09

ნავიგაცია