Image

რუსთავის მერი დავით ჯიქია ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მშვიდობისა და გიორგაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ტროტუარები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეცილი+’’ ასრულებს. გზის კეთილმოწყობის პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის ეს მონაკვეთი ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებს ქალაქის ცენტრში გადაადგილებას გაუადვილებს.
პროექტისთვის საჭირო 86 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.
ამ დროისთვის, რუსთავის მერიას 12,5 მლნ ლარის ღირებულების 22 სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე აქვს გამოცხადებული ტენდერი.
2016 წელს, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 17 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება.

 
 

2016-02-23

ნავიგაცია