Image

რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო ქვირიასა და შესყიდვებისა და დაგეგმარების განყოფილების უფროს ლელა ღუბიანურთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლიუტევას ქალაქ აკმიანეში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, 2015 წლის 5 ივნისს ხელმოწერილი დამეგობრების განზრახვის ოქმის საფუძველზე, რუსთავსა და აკმიანეს შორის, პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

ორმხრივ შეთანხმებას რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიამ და აკმიანეს მერმა ვატალიუს მიტროფანოვასმა მოაწერეს ხელი.

პარტნიორობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, რუსთავსა და აკმიანეს შორის, ეკონომიკის, ბიზნესის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს.

2019-08-16

ნავიგაცია