Image

რუსთავში, კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზა აშენდება. ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმზე ხელი მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კერემ კინიკმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ მოაწერეს.

მანამდე კი კერემ კინიაკი, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას, ქვემო ქართლში სახემწიფო რწმუნებულის მოადგილეს კახა კობერიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხდნენ და რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღნიშნული ბაზა, უახლოეს პერიოდში აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას გაუწევს კავკასიის (და არა მარტო) რეგიონის ქვეყნებს.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა რუსთავში ვიზიტის ფარგლებში, ის ტერიტორიაც დაათვალიერა, სადაც წითელი ჯვრის რეგიონული ბაზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება. მოგვიანებით კი კერენ კინიაკი, რუსთავის მუნიციპალურ ხანდაზმულთა სახლს ესტუმრა და ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.

2019-08-29

ნავიგაცია