Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, დღეს რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლ „ქსენონს“ ესტუმრა.

ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მუხუცთა სახლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იქ მცხოვრები ხანდაზმულები მოინახულეს.

დავით ჯიქია მოხუცებს გაესაუბრა, მათი პრობლემები მოისმინა და მხარდაჭერა აღუთქვა.

რუსთავის მოხუცთა სახლი 50-მდე ბენეფიციარს ემსახურება. 2012 წლიდან “ქსენონი” მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია და  სუბსიდიის ფარგლებში, რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

2016-07-21

ნავიგაცია