Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გოჩა ჯანგიძე უძღვებოდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა ერთ საკითხზე - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს და ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

2019-08-30

ნავიგაცია