Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა, 2019 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა განმარტა, ცვლილებების ძირითად საფუძველს საქართველოს მთავრობის განკარგულება წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც რუსთავის მუნიციპალიტეტს 2017-2018 წლების განკარგულებებში დარჩენილი ეკონომიების გამოყენების უფლება მიეცა. როგორც ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, ეკონომიების ძირითადი ნაწილი 2020 წლის საპროექტო დოკუმენტაციის შეძენას მოხმარდება.

2019-08-30

ნავიგაცია