Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილი უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე (m3 კატეგორია) ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მერიის მიერ გამოსაცხადებელი კონკურსისათვის საკონკურსო ლოტის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. როგორც მერიის აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო ნიკოლავამ განმარტა, რუსთავიდან ავტობუსების დისლოკაციის ადგილად შერჩეულ იქნა გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია.

მსჯელობის შედეგად, კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, საკითხი ბიუროს სხდომაზე განსახილველად გადაიგზავნა.

2019-08-30

ნავიგაცია