Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა.

მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.

როგორც მერიის აპარატის უფროსმა ნინო ნიკოლავამ განმარტა, დადგენილებაში ცვლილების შეტანის საფუძველს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისთვის ახალი მუხლის დამატება წარმოადგენს, რომელიც ამოქმედდა 2019 წლის 3 ივნისიდან. აღნიშნული ცვლილებებით მიწის ნაკვეთის დაყოფის ან მიწის ნაკვეთის გაერთიანების პროექტის შეთანხმება მოხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის გავლით.

წარმოდგენილ საკითხს ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

2019-08-30

ნავიგაცია