Image

რუსთავის მერმა მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. მოსახლეობამ ირაკლია ტაბაღუას, ძირითადად, არქიტექტურის, ქონების, ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სოციალური საკითხის მოგვარების თხოვნით მიმართა.

ირაკლი ტაბაღუამ მოისმინა მათი პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაპირდა. მოქალაქეებთან შეხვედრას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის მერი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს, მოსახლეობასთან რეგულარულად ატარებს.

რუსთაველებს, მერთან მიღებაზე ჩაწერა, როგორც მერიაში, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებშიც შეუძლიათ.

2019-08-30

ნავიგაცია