Image

რუსთავის მერიაში უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სამუშაო ჯგუფის წევრების ანგარიში მოისმინეს, კერძოდ თუ როგორ მიმდინარეობდა განაცხადების დამუშავებისა და გადარჩევის პროცესი.

დღვანდელ სხომაზე კომისიის მომდევნო სხდომის თარიღიც ჩაინიშნა, სადაც განაცხადების საბოლოო შერჩევა მოხდება.

კომისიის შემდეგი სხდომა 10 სექტემბერს ჩატარდება.

მე-11 მიკრორაიონში პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური საცხოვრისი უკვე აშენებულია, შენობა 52 ოჯახზეა გათვლილი.

2019-08-30

ნავიგაცია