Image

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება რუსთავში მოხდება.

2019 წლის 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე (მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე). შესაბამისად, 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, კლდიაშვილის, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით, დროებით შეიცვალა შიდასაქალაქო მიკროავტობუსებისა და მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებიც.  

შიდასაქალაქო მიკროავტობუსების მოძრაობის მარშრუტი

N 1ბ;  N 4;  N 7

შარტავას მოედანი - ტაშკენტის ქ. - ლეონიძის ქ. - ფანცულაიას ქ. - მე 17 მკ/რ (სკვერი) - მოდებაძის ქ. - ტაშკენტის ქ. - მეგობრობის გამზირი

N 8;  N6

კლდიაშვილის ქ. - თოდრიას ქ. - ქუჩიშვილის ქ. - ტაბიძის ქ. - კაპანაძის ქ. - ე/წ ,,სტამბულის ბაზრობის’’ გამავალი ქუჩა - ფანცულაიას ქ. - ლეონიძის ქ.

N 1ა;  N 17;  N 22;  N 3

ლეონიძის ქ. - მე 17 მკ/რ  (სკვერი) - მოდებაძის ქ. - ტაშკენტის ქ. - შარტავას გამზ. - მეგობრობის გამზირი

N 14ა

ლეონიძის ქ. - კაპანაძის ქ. - ტაბიძის ქ. - ქუჩიშვილის ქ. - თოდრიას ქ. - მეგობრობის გამზირი

N 14ბ

მეგობრობის გამზირი. - კლდიაშვილის ქ. - თოდრიას ქ. - ქუჩიშვილის ქ. - ტაბიძის ქ. - კაპანაძის ქ. - ე/წ ,,სტამბულის ბაზრის’’. გამავალი ქუჩა - ფანცულაიას ქ. - ლეონიძის ქ. - ტაშკენტის ქ.

მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი

 N 1

ცემენტის ქარხანა - ფიროსმანის ქ. - მერია - კოსტავას გამზირი - მეგობრობის გამზირი - შარტავას გამზირი - ქუთაისის მოედანი - ქუთაისის ქ. - ლეონიძის ქ.( სტამბულის ბაზრამდე) - ლეონიძის ქ. - ტაშკენტის ქ. -მეგობრობის გამზირი - კოსტავას გამზირი - ფიროსმანის ქ. - ცემენტის ქარხანა.

 N 2

ბალანჩივაძის ქ. - რკინიგზის სადგური - რუსთაველის გამზირი - მერია - კოსტავას გამზირი - მეგობრობის გამზ. - კლდიაშვილის ქ. - თოდრიას ქ. - ქუჩიშვილის ქ. -  სანაპიროს ქ. - აღმაშენებლის გამზირი - მე 19 მკ/რ - მოდებაძის ქ. - ლეონიძის ქ. - ქუთაისის ქ. - მეგობრობის გამზირი - კოსტავას გამზირი- მეტალურგიული ქარხანა - მაიაკოვსკის ქ. - გარეჯის ქ. - ბალანჩივაძის ქ.

N 4

მეტალურგიული ქარხანა - კოსტავას გამზირი - მეგობრობის გამზირი - შარტავას გამზირი - ქუთაისის ქ. - ლეონიძის ქ. - მოდებაძის ქ. - მე 19 მკ/რ - აღმაშენებლის გამზირი - სანაპიროს ქ. - ქუჩიშვილის ქ. - თოდრიას ქ. - კლდიაშვილის ქ. - მეგობრობის გამზირი - კოსტავას გამზირი - მერია - რუსთაველის გამზირი - გარეჯის ქ. - მაიაკოვსკის ქ. -  მეტალურგიული ქარხანა   

N 7

ჭყონდიდელის დასახლება - გიორგაძის ქ. - ვაგონშემკეთებელი ქარხანა - ე.წ ,,კუზიანი ხიდი’’ - გარეჯის ქ. - მაიაკოვსკის ქ. - რუსთაველის გამზირი - მერია - კოსტავას გამზირი - მეგობრობის გამზირი - შარტავას გამზირი – 21მკ/რ - ლეონიძის ქ. - ე.წ ,,სტამბულის ბაზარი’’ - ლეონიძის ქ. – 21 მკ/რ - მეგობრობის გამზირი- კოსტავას გამზირი- მერია - ბათუმის ქ. - მაიაკოვსკის ქ. - გარეჯის ქ. - ე.წ. ,,კუზიანი ხიდი’’ - ვაგონშემკეთებელი ქარხანა - ჭყონდიდელის დასახლება.

გადაღებების გამო, რუსთავი-თბილისის, კერძოდ, თოდრიას მოედანი-დიდუბე მ/ს და ე.წ. ,,სტამბულის ბაზარი''-რკინიგზის მოედნის მიმართულებით, კომპანია ,,ინტერტრანსის“ ყვითელი მიკროავტობუსების გასვლის ლოკაციებიც შეიცვალა.

თოდრიას მოედანი - დიდუბე მ/ს

გაჩერების ადგილი: რუსთაველის ძეგლის მომდებარედ #2 დიაგნოსტიკური ცენტრის მიმდებარე ტერიტორია.

პიკის საათებში (თუ მიკროავტობუსი სავსეა) - #2 დიაგნოსტიკური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან  მეგობრობისა და შარტავას გამზირების გავლით თბილისის მიმართულებით;

არა პიკის საათებში - #2 დიაგნოსტიკური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან  ფალიაშვილისა და კლდიაშვილის გადაკვეთამდე, ავა ფალიაშვილზე, მოტრიალდება იუსტიციის სახლთან და გაემართება თბილისის მიმართულებით მეგობრობისა და შარტავას გამზირების გავლით.

თბილისიდან რუსთავში შემოსვლისას გაივლის შემდეგ ქუჩებს: შარტავას გამზირი, ფალიაშვილის ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩა, თოდრიას ქუჩა, თოდრიას #7 (ჩაუხვევს  სანაპიროს ქუჩის მიმართულებით), აღმაშენებლის გამზირი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას მოედნიდან ავა #2-ე დიაგნოსტიკურ ცენტრთან გაჩერების ადგილამდე.

ე.წ. ,,სტამბულის ბაზარი’’ - რკინიგზის მოედანი

გაჩერების ადგილი: მე 12 მკ/რ (,,სოკარის’’ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ)

მე 12 მკ/რ - აღმაშენებლის გამზირი - სანაპიროს ქ. - კლდიაშვილის ქ. - მეგობრობის გამზირი - შარტავას გამზირი -  ქუთაისის მოედანი  - რუსთავი-თბილისის გზატკეცილი.  უკუმიმართულება: რუსთავი-თბილისის გზატკეცილი - შარტავას გამზირი - მეგობრობის გამზირი - კლდიაშვილის ქ. - სანაპიროს ქ. - აღმაშენებლის გამზირი– მე 12 მკ/რ (,,სოკარის’’ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ) გაჩერების ადგილი.

ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია.

საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

რუსთავის მერია მოქალაქეებს  ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

2019-09-02

ნავიგაცია