Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის №8 №36 საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ სააღმზრდელო წელს, ბავშვებს განახლებული და კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ.

№8 საბავშო ბაღს შენობის სრული გამაგრება-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ორივე საბავშვო ბაღში ზაფხულის არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. გარემონტდა შენობის ინტერიერი, განახლდა სააღმზრდელო დაწესებულების ოთახები, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილები . ახალი ინვენტარით აღიჭურვა ბაღების სამზარეულოები და საძინებელი ოთახები. განახლდა და შეიცვალა ყველა საჭირო კომუნიკაცია.

როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა: „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მუდმივად საჭიროებს განახლებას და პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება“.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ბაგა-ბაღებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სოციალური კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი, ადგილზე გაეცნენ.

2019-09-10

ნავიგაცია