Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ და დეპუტატმა ნანა შატბერაშვილმა, საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციაზე საქართველოს რეგიონებში მოქმედ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე, ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას ორგანიზება „საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციამ (MSPA)“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შვეიცარიის, შვედეთის, დანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით გაუწია.
კონფერენციას, ფორუმის 150 წევრი და საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუდი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი დანიელ მევლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი დაესწრნენ.

2019-09-11

ნავიგაცია