2019 წლის 30 სექტემბერს, 14:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, შპს ,,რუსთავის ფოლადის’’რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმდინარე საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

საჯარო განხილვის ორგანიზატორია საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2019 წლის 5 სექტემბერს, შპს „რუსთავის ფოლადმა“ სამინისტროში წარმოადგინა ქ. რუსთავში, გაგარინის N 12-ში, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმდინარე საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის ცვლილების სკოპინგის განცხადება.

,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად,  სკოპინგის დასკვნის მიმღებ  უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 
პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები, ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2019 წლის 2 ოქტომბრამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას  ნაბეჭდი სახით.

იხილეთ:

განცხადება

სკოპინგის ანგარიში

 

 

2019-09-13

ნავიგაცია