Image

რუსთავის მერიას მყარი ნარჩენების მართვის სფეროში ოპერირებადი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის  „PKF Georgia“ (ფი ქეი ეფ ჯორჯიას) და  ფრანგული საერთაშორიო საკონსულტაციო ფირმის “Seureca”-(სორეკას) წარმომადგენლები ეწვივნენ.

კომპანია „ფი-ქეი-ეფ ჯორჯიას“ დირექტორს ალექსანდრე მარგიშვილს და დელეგაციის სხვა წევრებს რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია და ა(ი)იპ „დასუფთავების“ ხელმძღვანელი ბადრი მოდებაძე შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა რუსთავში კომუნალური ინფრასტრუქტურისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშომლობის პერსპექტივები განიხილეს. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებმა მყარი ნარჩენების მართვის სფეროში საკუთარი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, ასევე, დაინტერესდნენ რუსთავში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკით და სხვადასხვა პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

გასული წლის მაისში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, საპროექტო ხელშეკრულება გაფორდა. 10 მილიონიანი ღირებულების პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარეობს.  ახალი ნაგავსაყრელი ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი) მოემსახურება და  მათი ააუცილებელი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაც მოხდება.       

“PKF International”-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელია. საქართველოში “PKF Georgia” 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს. ის ფრანგულ ფირმა “SEURECA”-სთან ერთად მუშაობს და იბიარდის კონტრაქტორს წარმოდგენს. PKF Georgia-ს მომსახურება აპრობირებულია ინსტიტუციონალურ დონეზე იბიარდის, მსოფლიო ბანკის, ოპეკის, საქართველოს მთავრობისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. კომპანია აუდიტორულ, საბუღალტრო, საშემფასებლო და სხვა სახის იურიდიულ მომსახურებებს ახოციელებს.

2016-07-21

ნავიგაცია