ძვირფასო რუსთაველებო, მოგეხსენებათ, რუსთავქალაქობა-2019-ის აღსანიშნავი ღონისძიებები 20, 21 და 22 სექტემბერს იყო დაგეგმილი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 21 სექტემბერს, რუსთავში, ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.
გამომდინარე იქედან, რომ პროგრამის მიხედვით, 21 სექტემბრისთვის ეთნოფესტივალის გამართვა, ღია ცის ქვეშ, რუსთავის ცენტრალურ პარკში იყო გათვალისწინებული, იძულებულები ვართ, 21 სექტემბრისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება, ჩავატაროთ 22 სექტემბერს, რუსთავის ცენტრალურ პარკში.
გთავაზობთ რუსთავქალაქობა-2019-ის განახლებულ პროგრამას 22 სექტემბრისთვის:

22 სექტემბერი

14:00 სთ - სპორტული აქტივობები - ქუჩის კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მხიარული სტარტები, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, ბოჩა - პარაოლიმპიური სპორტის სახეობა. ( რუსთავის ცენტრალური პარკი, ოთხი შადრევნის მიმდებარე ტერიტორია)

15:00 სთ - ეთნოფესტივალი, მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი სივრცეები და კონცერტი ქართული ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია ხატწერა ქართული-ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ქართული სამოსის გამოფენა. საბავშვო ფოლკლორული და ქორეოგრაფიული სტუდიების კონცერტი ფალავნობა. ( რუსთავის ცენტრალური პარკი, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორია)

19:00 სთ -ფოლკლორული კონცერტი- ანსამბლები: ,,ჩვენებურები’’, ,,თუთარჩელა’’, ,,მე რუსთველი’’, ,,იამბიკო’’, ,,სალხინო’’.

20:00 სთ - ქართული მუსიკის საღამო- ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე, წამყვანი ნიკა წულუკიძე საპატიო მოქალაქის დაჯილდოება ( რუსთავის ცენტრალური პარკი, ამფითეატრი)

2019-09-20

ნავიგაცია