Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულომ, დღეს რიგით ოცდამეხუთე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის დაინტერესებულ მხარეებთან სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმებისა და იჯარის ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის (აღნაგობის) საფასურის განსაზღვრაზე თანხობის მიცემის საკითხები იყო.

დღესვე, საკრებულომ იმსჯელა რამდენიმე მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილების ვადასათან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვადასხვა დანიშნულების ფართებისთვის იურიდიული მისამართების მინიჭებაზე.

მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სულ თექვსმეტი საკითხი განიხილეს და ყველა მათგანს დაუჭირეს მხარი

2016-07-26

ნავიგაცია