Image

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, რუსთაველი პედაგოგებისთვის, დღეიდან უფასო სამედიცინო აქცია დაიწყო.

პედაგოგებს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმები მამოგრაფიულ და საშვილოსნოს ყელის(პაპ-ტესტი) გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

აქციის მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად დაესწრო, პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სამედიცინო აქცია 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლამდე ასაკის, მამოგრაფიული კვლევის ჩატარება კი 40-დან 70 წლამდე ასაკის პედაგოგებს შეეძლებათ.

აქცია რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივითა და ცენტრალური საავადმყოფოს მხარდჭერით ტარდება.

 

 

2019-10-05

ნავიგაცია