Image

რუსთავის კულტურის სახლში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის - „ივერია ბრილიანტი“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

კონკურსში საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიების დაწყებამდე, შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას. მოგვიანებით კი, კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ გია ყანჩელის ნაწარმოებზე პერფორმანსი წარმოადგინა.
კონკურსანტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობაში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც იყო.

კონკურსს, მერის მოადგილე გოჩა ლორია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ხვალ. 6 ოქტომბერს, რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენაც.

ფესტივალის გამარჯვებულები უკრაინასა და აზერბაიჯანში საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.
ფესტივალი ა(ა)იპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“, ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალის“ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით ტარდება.

საერთაშორისო ფესტივალს „ივერია ბრილიანტს“ საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს.

2019-10-05

ნავიგაცია