Image

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის - „ივერია ბრილიანტი“ გალა კონცერტი გაიმართა.

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და პოლონეთის 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საუკეთესო კონკურსანტები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც შედიოდა.

გამარჯვებულებს, სპეციალურ დიპლომებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრები, რუსთავის მერმა გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კონცერტს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე, რუსთავის მერის მოადგილეები - ბესიკ ტოგონიძე და გოჩა ლორია, საკრებულოს წევრები, სასულიერო პირები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფესტივალის საუკეთესო მონაწილეები უკრაინასა და აზერბაიჯანში საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.
ფესტივალი ა(ა)იპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“, ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალის“ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

2019-10-07

ნავიგაცია