Image

რუსთავის საკრებულოში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქავთარაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში სემინარი ჩატარდა.

სემინარს თბილისის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე უძღვებოდა, რომელმაც ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და სახელმწიფო თუ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობაზე ისაუბრა.

ნინო ბურძენიძემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტირების, ურბანული, სატრანსპორტო, სოციალური, სპორტის, კულტურის, ახალგაზრდული და სხვა პროექტების დაგეგმარების პროცესში გენდერული საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, დედაქალაქის მერიის გამოცდილებაზე.

სემინარი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერული მეინსტრიმინგი, მუნიციპალიტეტის როლი ცნობიერების ამაღლების საკითხებში, საკანონმდებლო ბაზა, ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და სხვა.

სემინარში მონაწილეობა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს.

2019-10-08

ნავიგაცია