Image

რუსთაველ მხატვართა გაერთიანება ,,გამას’’ ინიციატივით და ორგანიზებით რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, მხატვარ-მოქანდაკე ზაქარია გულისაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე, მოქანდაკის 30-მდე ლითონში შესრულებული კომპოზიცია იყო წარმოდგენილი.
ზაქარია გულისაშვილის პერსონალურ გამოფენას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი სოფო კარანაძე დაესწრნენ და მოქანდაკის სხვადსხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერეს.
დამთვალიერებელს საშუალება აქვს, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გამოფენილ კომპოზიციებს კვირის ბოლომდე გაეცნოს.

2019-10-08

ნავიგაცია